понедельник, 16 июля 2018 г.

პროექტი

  1.  პროექტის  სახელწოდება:  ა.  სულაკაური "ბიჭი  და  ძაღლი" ბულინგი ,  მისი  გამომწვევი  მიზეზები
  2. პროექტის  მთავარი იდეა (თემა) 1-2  წინადადებით: მოსწავლეები გაერკვნენ რა არის  ბულინგი,  რა წარმოშობს  მას  და  რა  შედეგი მოაქვს პიროვნებისა   და  საზოგადოებისთვის,  როგორ  ვებრძოლოთ ბულინგს.
  3. პროექტის  აქტუალობა: მოზარდი  თაობა  ყოველი  ფეხის  ნაბიჯზე  ხვდება ჩაგვრის  შემთხვევებს,  ზოგჯერ გაუცნობიერებლად,ზოგჯერ კი შეგნებულად,  თავად  ხდებიან  ბულერები,  ან  ბულერთა  მსხვერპლნი  არიან, გვხვდება  ჩაგვრის  შემთხვევები  ოჯახშიც, ხშირად მოძალადეა  სახელმწიფოც (მოახდენენ განსხვავებას  დემოკრატიულ და დიქტატორულ  სახელმწიფოებს  შორის)
  4. პროექტის  მიზნები: მოსწავლეები გაიღრმავებენ  ცოდნას ბულინგის  შესახებ, შეძლებენ  ნაწარმოებში მოახდინონ  ჩაგვრის  ეპიზოდების  იდენტიფიკაცია  ;  პრევენციული  გზების  დასახვა; გამოიტანენ  დასკვნას ,  შეიძლება ტირანუ  სახელმწიფოშიადვილად  დაიცვა  საკუთარი  უფლებები? შეძლებენ ინფორმაციის  მოძიებას,  დახარისხებას,  ძირითადი  და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნას; ერთმანეთთან  ეფექტურ  კომუნიკაციას, აზრთა  გაზიარებას, იდეების  გენერირებას, არასაჭირო  იდეების  გამოხშირვას;
  5. მონაწილეთა  ასაკი: 11-16  წელი
  6. ვადები/ ხანგრძლივობა:  6 კვირა
  7. მოსალოდნელი  შედეგები/ პროდუქტები,  რაც  შეიძლება  შეიქმნას: პრეზენტაცია  powerPoint-ში,  ნახატები ნაწარმოების  მიხედვით, მოთხრობები,ჩანახატები, პოსტერები,  ვიდეორგოლი.
  8. პროექტისთვის  საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ფლიპ-ჩარტი, მარკერები, ვიდეოკამერა,  ფოტოაპარატი.
  9. პროექტის  მსვლელობა (  ძირითადი  აქტივობები): ტაპი N 1  ა) ტექსტის შესწავლა-დამუშავების  შემდეგ "გონებრივი იერიშის" მეთოდით შევარჩევთ საპოექტო  თემას  და ჩამოვაყალიბებთ  კითხვებს; ბ) შევქმნით  საპროექტო  ჯგუფებს (ჯგუფების  შერჩევა  მოხდება  მიზნობრივი  განაწილებით) გ) შევიმუშავებთ  პროექტის  გეგმას და განვსაზღვრავთ პროექტის  შერულების  ვადებს. ეტაპი N 2  ერთი  კვირის შემდეგ შევამოწმებ  მოსწავლეთა მიერ  თავმოყრილ  მასალას,  ერთად  ვახდენთ გადარჩევას, ვტოვებთ ძირითადს და  მნიშვნელოვანს.  "ბავშვთა  უფლებათა კონვენციიდან"ყურადღებას  გაამახვილებენ  ჩვენთვის  საინტერესო  და პროექტისთვის  საჭირო  მუხლებზე( მ.12, მ. 27. მ. 29),  მოსწავლეები კარგად  გაიაზრებენ  და  მიუსადაგებენ მოთხრობას,  გამოიკვეთება სახელმწიფო,  როგორც  მოძალადე (  სახელმწიფოს  წარმოადგენს მუკო),  გაავლებენ პარალელს  ტოტალიტალურ    და დემოკრატიულ  სახელმწიფოებს  შორის (  ვენის  დიაგრამა) ,   გაეცნობიან   " მსოფლიო  მოხსენებას  თემაზე "ძალადობა  ბავშვების  მიმართ"  გვ 44,  "რეგიონული  შეთანხმებები,  რომლებიც  ბავშვების  მიმართ  ძალადობის პრობლემას ეხება "http://unicef.ge/uploads/Violence_ALL.pdf) ეტაპი N 3 ნახავენ მესამე  ჯგუფის მიერ ინტერნეტში მოძიებულ დოკუმენტურ  და  მხატვრულ  ფილმებს ბულინგის  შესახებ,მაგ, https://www.amerikiskhma.com/a/bulling/2547796.html ,(2:33) https://www.youtube.com/watch?v=0M0vdaJ7n5Y (6:52) რეატიული  აქტივობა - "როლური  თამაში" წინასწარ  შემუშავებული  სცენარის  მიხედვით  გაითამაშებენ ეპიზოდს  -  ერთი  მოსწავლე  იქნება  ჩაგვრის  მსხვერპლი, ორი  მჩაგვრელი "ბულერი"  და რამდენიმე  მაყურებელი (  პასიუირი  პოზიციის  მქონე  ადამიანები),  ჩაიწერენ  და  შემდეგ კამერის  წინაშე  დააფიქსირებენ , რას  გრძნობდა  თითოეული  მათგანიეტაპი N  4-  ვიდეორგოლების დათვალიერება,  პოსტერებს, პრეზენტაციებს ,  მივცემ  საბოლოო  მითითებებს და  მოვემზადებით პრეზენტაციისთვის. ეტაპი N 5- პრეზენტაცია და შეჯამება (მოსწავლეები შეაჯამებენ,  რა ისწავლეს  ამ პრეზენტაციით, რა  იყო  მნიშვნელოვანი,  რაში  გამოადგებათ  ეს  ცოდნა,  როგორ  მოახდენენ  პრაქტიკაში მის  ტრანსფერს.  შეავსებენ   სპეციალურად  შედგენილ კითხვარს,  რომელსაც  გამოვიყენებ  შემდგომ პროექტზე  მუშაობაში).                                                                  
  10. საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან კავშირი:  
ქართ. V. 1. მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ა) ისმენს სხვადასხვა ხასიათის საინფორმაციო ტექსტებს და ერთმანეთისაგან განარჩევს ფაქტებსა და დამოკიდებულებებს (შეფასებებს); ბ) სვამს კითხვებს მოსმენილი ტექსტის უკეთ გასააზრებლად / ამა თუ იმ საკითხის დასაზუსტებლად.  ქართ. V. 2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების განხორციელება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ა) ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს; ბ) გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში; ითვალისწინებს და გამოხატავს თანაგუნდელების საერთო აზრს.
ქარ. V. 11.  მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ვერბალური და არავერბალური ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება, ინტერპრეტირება და მსჯელობა მათს ურთიერთმიმართებაზე; აქვს მედიაწიგნიერების საწყისი უნარ-ჩვევები. 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 
ა) ქმნის წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის ილუსტრაციას/ილუსტრაციებს (შესაძლებელია, კომპიუტერული გრაფიკული რედაქტორის გამოყენებით);  ·          ახსნის, რა კავშირშია მის მიერ შექმნილი ილუსტრაცია/ილუსტრაციები ტექსტთან ან ტექსტის ცალკეულ ეპიზოდთან;ქმნის სხვადასხვა სახის მიზნობრივ ტექსტებს (მაგალითად, სარეკლამო განცხადებას, მოსაწვევს სასკოლო ღონისძიების პრეზენტაციაზე და სხვ.)  ელექტრონული   ფოსტით; 
ქართ. V. 12.  მოსწავლეს შეუძლია  კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით. ·         სხვადასხვა საშუალებით (ენციკლოპედიების, ლექსიკონების, ინტერნეტის მეშვეობით) აზუსტებს მისთვის გაუგებარ ან ბუნდოვან ადგილებს სტატიიდან;  
ოქ.X.2. სწ ა გააალზოს ური ღბი არსი.
გი ალაჩოა, თუ სწ:
·  გაარ მირი ბი არსს;
· გალა მი ბი იტე  ოცალ- ულული გაა გაოყოფს ივეალურ მსგავსბს
· მსლო მიურ ბი ტივიმი ფაქ აზოგააშ;
ოქ.X.6. სწ ა გააალზოსრაალფროან აზოგებში ართლი ურთთობი უზნვლყოფაშუა.
გი ალაჩოა, თუ სწ:
· ახასიათ აზოგაში  არ ურთთობი  ა ურანები ბს;

· თასწორბი ინ ურთთოთა ართლბიორ ;

·    ის,  თუ  რაომ   როვნას   აცა;  რს   აფა აშშრო, რაც არა ოქდე;
·  თალა , უთრი კვიბი აფ, არჩ ა გათააშს რო სიტუა, გალა მის ოგარბის შლო გზ (აგ.: ბი იი, ბი ოზიი) რჩოცლი შთხვისვი ლა ტი, ა თავიაზრ.
 ·  წი ში "როლი ბი უფრო იერი - ლი აუწე?"; უთ ოზას აული გალს (თამერო სი, ხატვული ლიტრა ან ორიი) გავი ფაისას გაოყოფსიტბს, რობსაც ყრა;
·  მსლობს, გორ ქც მის უფბი არღვი თხ , რაომ ნდ წიოს გარში ვი თავისუფლ რი უფბიაცვის;
პროექტის  ხელმძღვანელი(მასწავლებელი):  მარინე  ჯიბღაშვილი
12.ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:marine.jibgashvili@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: 
  14.პროექტის  განხორციელების  გეგმა:   

воскресенье, 15 июля 2018 г.

წიგნის კვირეულის ერთი საინტერესო დღე

წიგნის  კვირეულის  ფარგლებში მეხუთე კლასებში  (პარალელურ კლასებში) დაიგეგმა  და  განხორციელდა  რამდენიმე  საინტერესო  აქტივობა.

შეხვედრა მწერალთან

  მეხუთე კლასელებმა დიდი ინტერესით  წაიკითხეს ქართული ფენტეზის  ერთ-ერთი  ნიმუში "როცა  ფრთოსანი  ლომები  დაბრუნდებიან". 23 აპრილს კი  აკადემიის ბიბლიოთეკაში  შედგა  შეხვედრა წიგნის  ავტორთან   მწერალ ქალბატონ  ნატო  დავითაშვილთან.

წიგნის პრეზენტაცია




30 მაისს აკადემიის ბიბლიოთეკაში მეცხრე და მეხუთე კლასის მოსწავლეების თანამშრომლობით გერმანულიდან ქართულ ენაზე თარგმნილი და ილუსტრირებული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.მოსწავლეებმა  ერთმანეთს  გაუზიარეს  შთაბეჭდილებები.  📖 👨💻 📙