- პროექტის სახელწოდება: ა. სულაკაური "ბიჭი და ძაღლი" - ბულინგი , მისი გამომწვევი მიზეზები
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გაერკვნენ რა არის ბულინგი, რა წარმოშობს მას და რა შედეგი მოაქვს პიროვნებისა და საზოგადოებისთვის, როგორ ვებრძოლოთ ბულინგს.
- პროექტის აქტუალობა: მოზარდი თაობა ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდება ჩაგვრის შემთხვევებს, ზოგჯერ გაუცნობიერებლად,ზოგჯერ კი შეგნებულად, თავად ხდებიან ბულერები, ან ბულერთა მსხვერპლნი არიან, გვხვდება ჩაგვრის შემთხვევები ოჯახშიც, ხშირად მოძალადეა სახელმწიფოც (მოახდენენ განსხვავებას დემოკრატიულ და დიქტატორულ სახელმწიფოებს შორის)
- პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ბულინგის შესახებ, შეძლებენ ნაწარმოებში მოახდინონ ჩაგვრის ეპიზოდების იდენტიფიკაცია ; პრევენციული გზების დასახვა; გამოიტანენ დასკვნას , შეიძლება ტირანუ სახელმწიფოშიადვილად დაიცვა საკუთარი უფლებები? შეძლებენ ინფორმაციის მოძიებას, დახარისხებას, ძირითადი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნას; ერთმანეთთან ეფექტურ კომუნიკაციას, აზრთა გაზიარებას, იდეების გენერირებას, არასაჭირო იდეების გამოხშირვას;
- მონაწილეთა ასაკი: 11-16 წელი
- ვადები/ ხანგრძლივობა: 6 კვირა
- მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პრეზენტაცია powerPoint-ში, ნახატები ნაწარმოების მიხედვით, მოთხრობები,ჩანახატები, პოსტერები, ვიდეორგოლი.
- პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ფლიპ-ჩარტი, მარკერები, ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი.
- პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები): ეტაპი N 1 ა) ტექსტის შესწავლა-დამუშავების შემდეგ "გონებრივი იერიშის" მეთოდით შევარჩევთ საპოექტო თემას და ჩამოვაყალიბებთ კითხვებს; ბ) შევქმნით საპროექტო ჯგუფებს (ჯგუფების შერჩევა მოხდება მიზნობრივი განაწილებით) გ) შევიმუშავებთ პროექტის გეგმას და განვსაზღვრავთ პროექტის შერულების ვადებს. ეტაპი N 2 ერთი კვირის შემდეგ შევამოწმებ მოსწავლეთა მიერ თავმოყრილ მასალას, ერთად ვახდენთ გადარჩევას, ვტოვებთ ძირითადს და მნიშვნელოვანს. "ბავშვთა უფლებათა კონვენციიდან"ყურადღებას გაამახვილებენ ჩვენთვის საინტერესო და პროექტისთვის საჭირო მუხლებზე( მ.12, მ. 27. მ. 29), მოსწავლეები კარგად გაიაზრებენ და მიუსადაგებენ მოთხრობას, გამოიკვეთება სახელმწიფო, როგორც მოძალადე ( სახელმწიფოს წარმოადგენს მუკო), გაავლებენ პარალელს ტოტალიტალურ და დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის ( ვენის დიაგრამა) , გაეცნობიან " მსოფლიო მოხსენებას თემაზე "ძალადობა ბავშვების მიმართ" გვ 44, "რეგიონული შეთანხმებები, რომლებიც ბავშვების მიმართ ძალადობის პრობლემას ეხება "http://unicef.ge/uploads/Violence_ALL.pdf) ეტაპი N 3 ნახავენ მესამე ჯგუფის მიერ ინტერნეტში მოძიებულ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს ბულინგის შესახებ,მაგ, https://www.amerikiskhma.com/a/bulling/2547796.html ,(2:33) https://www.youtube.com/watch?v=0M0vdaJ7n5Y (6:52) კრეატიული აქტივობა - "როლური თამაში" წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით გაითამაშებენ ეპიზოდს - ერთი მოსწავლე იქნება ჩაგვრის მსხვერპლი, ორი მჩაგვრელი "ბულერი" და რამდენიმე მაყურებელი ( პასიუირი პოზიციის მქონე ადამიანები), ჩაიწერენ და შემდეგ კამერის წინაშე დააფიქსირებენ , რას გრძნობდა თითოეული მათგანი. ეტაპი N 4- ვიდეორგოლების დათვალიერება, პოსტერებს, პრეზენტაციებს , მივცემ საბოლოო მითითებებს და მოვემზადებით პრეზენტაციისთვის. ეტაპი N 5- პრეზენტაცია და შეჯამება (მოსწავლეები შეაჯამებენ, რა ისწავლეს ამ პრეზენტაციით, რა იყო მნიშვნელოვანი, რაში გამოადგებათ ეს ცოდნა, როგორ მოახდენენ პრაქტიკაში მის ტრანსფერს. შეავსებენ სპეციალურად შედგენილ კითხვარს, რომელსაც გამოვიყენებ შემდგომ პროექტზე მუშაობაში).
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქარ. V. 11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ვერბალური და არავერბალური ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება, ინტერპრეტირება და მსჯელობა მათს ურთიერთმიმართებაზე; აქვს მედიაწიგნიერების საწყისი უნარ-ჩვევები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ა) ქმნის წაკითხული ან მოსმენილი
ტექსტის ილუსტრაციას/ილუსტრაციებს (შესაძლებელია, კომპიუტერული გრაფიკული რედაქტორის გამოყენებით); ·
ახსნის, რა კავშირშია მის მიერ შექმნილი
ილუსტრაცია/ილუსტრაციები ტექსტთან ან ტექსტის ცალკეულ ეპიზოდთან;ქმნის სხვადასხვა სახის მიზნობრივ ტექსტებს (მაგალითად, სარეკლამო
განცხადებას, მოსაწვევს სასკოლო ღონისძიების პრეზენტაციაზე და სხვ.) ელექტრონული ფოსტით;
ქართ. V. 12. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება ტექსტის
უკეთ გააზრების მიზნით. ·
სხვადასხვა საშუალებით (ენციკლოპედიების, ლექსიკონების, ინტერნეტის მეშვეობით)
აზუსტებს მისთვის გაუგებარ ან ბუნდოვან ადგილებს სტატიიდან;
მოქ.X.2.
მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანური
ღირსების არსი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· განმარტავს ადამიანური ღირსების არსს;
· განიხილავს
ადამიანის
ღირსების
კრიტერიუმებს სხვადასხვა
სოციალურ-
კულტურული გარემოში და
გამოყოფს უნივერსალურ მსგავსებებს;
· მსჯელობს
ადამიანური
ღირსების
პატივისცემის ფაქტორებზე
სხვადასხვა საზოგადოებაში;
მოქ.X.6. მოსწავლეს შეუძლია
გაანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი
ურთიერთობის უზრუნველყოფის საშუალებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
· ახასიათებს
საზოგადოებაში
სამართლიანი ურთიერთობების პირობებს და
უკავშირებს მრავალფეროვნების ნიშნებს;
· აკავშირებს თანასწორობის პრინციპსა და ურთიერთობათა სამართლიანობის ნორმებს ერთმანეთთან;
· ხსნის,
თუ
რატომ ევალება
პიროვნებას კანონის
დაცვა;
აღწერს და
აფასებს იმ
საშიშროებას, რაც მოსდევს არაკანონიერ მოქმედებას;
· თანაკლასელებთან ერთად, საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე, შეარჩევს და
გაითამაშებს რომელიმე კონფლიქტურ სიტუაციას, განიხილავს მისი მოგვარების შესაძლო გზებს (მაგ.: ინტერესების პოზიციიდან, წესების პოზიციიდან) აირჩევს
მოცემული
შემთხვევისათვის ყველაზე ეფექტიანს, ასაბუთებს თავის მოსაზრებას.
· მონაწილეობს დებატებში "რომელი წესებია უფრო ძლიერი - დაწერილი თუ დაუწერელი?";
საკუთარ პოზიციას
ასაბუთებს კონკრეტული მაგალითების
(თანამედროვე სინამდვილიდან, მხატვრული ლიტერატურიდან ან ისტორიიდან)
განხილვით და შეფასებისას გამოყოფს
კრიტერიუმებს,
რომლებსაც ის ეყრდნობა;
· მსჯელობს, როგორ მოიქცევა მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში და ხსნის,
რატომ უნდა გაუწიოს ანგარიში სხვის თავისუფლებებს საკუთარი
უფლებების დაცვისას;
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მარინე ჯიბღაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:marine.jibgashvili@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:
14.პროექტის განხორციელების გეგმა:
საინტერესო პროექტი გაქვთ, მარინე.
ОтветитьУдалитьქალბატონო მარინე, ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი. დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ბულინგის თემა,ვიმედოვნებ, რომ თქვენი პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს ჩაგვრის პრევენციაში.გისურვებთ წარმატაბებს!
ОтветитьУдалитьგისურვებთ წარმატებებს საქმიანობაში!
ОтветитьУдалить